03 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.

დამნაშავეებმა 20 კუბური მეტრი მერქანი უკანონოდ მოიპოვეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის ირაკლი მუკნიაშვილის თქმით, აღნიშნულ პირებს ჩამოერთვათ სამართალდარღვევის იარაღები და ამჟამად მიყენებულ ზიანს ითვლიან.

მისივე განმარტებით, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები