20 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
"ივანიშვილის ერთგულების ნიშნით ინიშნებიან" - ოპოზიცია განახლებულ მთავრობას მხარს არ დაუჭერს

საკანონმდებლო ორგანოში  10:00 საათიდან კომიტეტების გაერთიანებული სხდომებზე გარდამავალი მთავრობის მოსმენა იწყება.

ტექნიკური მთავრობასთან მწვავე შეხვედრისთვის ემზადება ოპოზიცია.

საკომიტეტო მოსმენების შემდეგ მინისტრობის კანდიდატები ცალ-ცალკე შეხვდებიან ყველა ფრაქციას და საპარლამენტო უმცირესობას.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის გარდამავალი მთავრობა სრული მოულოდნელობაა. მომხდარს საპარლამენტო უმცირესობა მთავრობაში არსებული დაპირისპირების გამო, დროის გაჭიანურებას უკავშირებს.

„ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ იმას, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დავუსვათ საკმაოდ ბევრი კითხვა. საზოგადოებას არ აწუხებს ვინ რომელ სკამზე გადაჯდება. საზოგადოებას აწუხებს, რამდენად გაუმჯობესდება მისი მდგომარეობა,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა.

ტექნიკური მთავრობა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხვალ რიგგარეშე სხდომაზე ნდობას გამოუცხადებს, მხოლოდ 3 კვირა იმუშავებს. ოპოზიცია მამუკა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერს.

 „მთავრობა არ იცვლება. ხალხის დაკვეთა იყო პირველ რიგში ძალოვანი მინისტრების შეცვლა, პირველ რიგში იუსტიციის მინისტრის, ამას არ ასრულებს მთავრობა. მთავრობა ვერ ხვდება პრობლემის სირთულეს. ახალი ხალხი მოდის, მაგრამ ეს ახალი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნიშნით ინიშნებიან, ეს არის პირადი ერთგულება ივანიშვილისადმი,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები