„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას, ოზურგეთის საკრებულოს წევრის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე გამოძიებისთვის ვადას პარასკევამდე აძლევს.
მანამდე საპროტესტო აქცია შეწყდა, თუმცა პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა შიმშილობა დაიწყეს.
ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატ ბესო ქათამაძეს გვიან ღამით სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.
ოპოზიცია ინციდენტში მონაწილე „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატის დასჯას და მათთვის მანდატის შეჩერებას ითხოვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობა პარასკევს ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს.
„დატოვონ სასწრაფოდ თანამდებობები. ამასთანავე, ჩვენ დავაორგანიზებთ აქციას პარასკევს 3 საათისთვის, გვექნება ფართომასშტაბიანი აქცია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სწორად შეაფასოს არსებული მოვლენები,“-განაცხადა ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბესო ქათამაძემ.