20 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
მეორედ მივმართავ პარლამენტს და როგორც ჩანს მალე მესამედაც მომიწევს - გახარია

„მხვდა წილად ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ მქონდეს საშუალება მივმართო პარლამენტს და როგორც ჩანს სულ მალე მომიწევს მესამედაც მივმართო პარლამენტს, ალბათ“ - ასე დაიწყო საკუთარი მოხსენება საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა.

გიორგი გახარიას საპროცედურო საკითხთა და წესების, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე უსმენენ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, შს სამინისტრო მუშაობს სისტემური განახლების მიმართულებით.

მისივე თქმით, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, რომელიც დეკემბრიდან დაიწყო უკვე არსებობს მნიშვნელოვანი შედეგები.

შს მინისტრმა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

გახარიას თქმით, რეფორმები მიმდინარეობს, როგორც კრიმინალურ პოლიციაში, საზღვრის კონტროლის მიმართულებით, ასევე საპატრულო პოლიციაში.

სულ მალე კი ტელესივრცეში გამოჩნდება ვიდეო რგოლი, რომელიც რიგით მოქალაქეების მოუწოდებს გახდნენ პოლიციელები.

დღეს საკანონმდებლო ორგანოში ძველი მთავრობის წევრებს უსმენენ, როგორც ცნობილია მათი მოხსენებები ფორმალური ხასიათისაა. განახლებული გეგმა და მთავრობის შემადგენლობა ახალმა პრემიერმა სამ კვირაში უნდა დაასახელოს. 

დღის ამბები