20 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება ტოტალური თავდაცვის და სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბების კონცეფციები - მამუკა ბახტაძე

ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება ტოტალური თავდაცვის კონცეფცია - ეს განცხადება პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტში გააკეთა.

ბახტაძის თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბების კონცეფცია.

„ეს გახლავთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენი უსაფრთხოება იყოს კიდევ  უფრო განმტკიცებული. ვფიქრობ, ჩვენ არ გვაქვს, თუნდაც, პატარა დოზით ათვისებული ის საექსპორტო პოტენციალი, რაც ჩვენ გვაქვს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში და ბუნებრივია, ამ მიმართულებას სჭირდება განმტკიცება და განვითარება,“ - განაცხადა ბახტაძემ.

საკომიტეტო მოსმენები ერთმანეთის პარალელურად იმართება, რის გამოც ოპოზიცია ყველა მინისტრისთვის შეკითხვების დასმას ვერ ასწრებს, რაც ასევე მათი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

დღის ამბები