20 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
დროებით მთავრობას ჩვენ ნდობას ვერ გამოვუცხადებთ და არ გამოვუცხადებთ - ირმა ინაშვილი

„მომავალი მთავრობის მთავარი გამოწვევა იქნება ბრძოლა სიღარიბის წინააღმდეგ,“ - ეს განცხადება  ფრაქცია საქართველოს პატრიოტების წევრმა, ირმა ინაშვილმა, პარლამენტში გააკეთა.

ირმა ინაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის, გადაწყვეტილებას ეხმაურება. 

„მომავალი მთავრობის მთავარი გამოწვევა იქნება ბრძოლა სიღარიბის წინააღმდეგ. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, სიღატაკისგან ვიხსნათ ჩვენი მოსახლეობა. თქვენ ოპოზიცია გჭირდებათ მაშინ, როდესაც დამტკიცება ხდება მთავრობის. პრინციპში, მაშინაც არ გჭირდებათ ხოლმე, უმრავლესობა ერთხმად გამტკიცებთ, მაგრამ ოპოზიციის როლი სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებში გამოკვეთილი არ არის. არადა, მარტო ამ ქვეყანას რომ ვერ აშენებთ, თქვენ თვითონაც ატყობთ ამას. მყარ სისტემას ვერ ქმნის დღეს სახელმწიფო ვერც ერთ სფეროში,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილი აცხადებს, რომ დროებით მთავრობას პატრიოტთა ალიანსი ნდობას არ გამოუცხადებს.

„დროებით მთავრობას ჩვენ ნდობას ვერ გამოვუცხადებთ და არ გამოვუცხადებთ. თქვენ თვითონ არ ენდობით ამ მთვარობას და ჩვენ როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი?“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები