მოულოდნელად სასიამოვნო აღმოჩნდა მმართველი გუნდისთვის დროებითი მთავრობის სამოქმედო გეგმა. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პრემიერობის კანდიდატის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ის დარწმუნდა, რომ მამუკა ბახტაძემ ძალიან მოკლე დროში შეძლო წარმოედგინა სწორი ხედვა ქვეყნის განვითარების.
„მოულოდნელად სასიამოვნო იყო ის, რომ ბატონმა მამუკამ ძალიან მოკლე ვადაში შეძლო წარმოედგინა ის სამთავრობო პროგრამა, რომელიც მოიცავს მართლაც ამბიციურ და ძალიან საინტერესო რეფორმების გეგმას. მე ამას არ ველოდი იმიტომ, რომ დრო იყო მოკლე. რაც მაფიქრებინებს, რომ მას სწორად აქვს გააზრებული ქვეყნის განვითარების მიმართულებები,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
დროებითი მთავრობის სამოქმედო გეგმა მოსწონს დავით ჭიჭინაძესაც. დეპუტატი ამბობს, რომ პროგრამა ზუსტად პასუხობს არსებულ გამოწვევებს.
„ის რაც იყო დასკვნაში ასახული ჭარბვალიანობა, ის ასახული არის დღეს ამ მოხსენებაში. შესაბამისად მე ვთვლი, რომ მემარცხენე ცენტრისტული ორიენტაციის პროგრამა არის და დღეს ეს არის გამოწვევა არის ზუსტად, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.