„სამი კვირის შემდეგაც იგივე წარმოსდგინდებიან, რაც დღეს არიან. როგორც გველს უთქვამს, ტყავი გამოვიცვალე, მაგრამ ისევ ის გველი ვარო,“- ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი დროებითი მთავრობის დამტკიცების პროცესებს.
შალვა ნათელაშვილის თქმით, ქვეყანაში სამთავრობო გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს და არა მინისტრები.
„ივანიშვილის ყველაზე დიდი დანაშაული არის ქართული სახელმწიფოს მკვლელობა. ესენი ისე არიან მინისტრები, პრემიერები, პრეზიდენტები და დეპუტატები, როგორც მე ვარ კამბოჯის პრინცი. კაცმა ადამიანები იყიდა რაოდენობრივად და კილოგრამობით, გადაუხადა და დღეს ისინი ასრულებენ მიცემულ პირობას უსიტყვო მორჩილების, ტაშის კვრის და მასთან ერთად თუნდაც, პოლიტიკურ სამარეში წასვლის,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათში, პარლამენტი დროებითი მთავრობის შემადგენლობას დაამტკიცებს.