გასაზრდელია სოციალური პროგრამები, განსაკუთრებით მინდა გამოვყო პროგრამები, რომელიც დაეხმარება ჩვენს მოსახლეობას და შეეხიდება წამლის და მედიკამენტების ყიდვის ხარჯებში - ეს განცხადება, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა.
ამ წუთებში პრემიერობის კანდიდატი დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაზე ისაუბრა.
„გასაზრდელია სოციალური პროგრამები, განსაკუთრებით მინდა გამოვყო პროგრამები, რომელიც დაეხმარება ჩვენს მოსახლეობას და შეეხიდება წამლის და მედიკამენტების ყიდვის ხარჯებში. პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ კარგი იქნება და უფრო ეფექტური იქნება თუ ამაში უფრო გამოვიყენებთ ადგილობრივ თვითმმართველობებს და იქ არსებულ შესაძლებლობებს. ვინაიდან იქ ადგილზე ადამიანებმა უკეთესად იციან რა სჭირდება კონკრეტულ მოქალაქეს, ვიდრე ცენტრში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება იმისთვის, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი პლატფორმა მოვამზადოთ სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის, რომ უფრო მეტი რესურსი იყოს ადგილზე მოსახლეობისთვის დახმარების გასაწევად,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.