20 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი ოფიციალური განცხადებით შეაჯამა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი ოფიციალური განცხადებით შეაჯამა. დიპლომატიური უწყების ცნობით, შეხვედრებზე ძირითადი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულება იყო. ასევე განიხილეს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა. უწყების ინფორმაციით ეთნიკური ქართველების სიცოცხლის ხელყოფა უკვე იქცა შემაშფოთებელ ტენდენციად, რის გამოც ქართულმა მხარემ აღნიშნულ საქმეებზე დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს კი საპირისპირო არგუმენტები არ ჰქონდათ.

დღის ამბები