მამუკა ბახტაძის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ შეწირული 20 ათასი ლარის საკითხის შესწავლას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აუდიტის სამსახურისგან ითხოვს.
ამ თემით არასამთავრობო ორგანიზაცია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ბახტაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ თანხა მას არ გადაურიცხავს და მისი საბანკო ანგარიში მხოლოდ ტექნიკურად იყო გამოყენებული. გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრძალულია შემოწირულობის სხვა პირის მეშვეობით განხორციელება, არასამთავრობო ორგანიზაცია აუდიტის სამსახურისგან ითხოვს გაირკვეს - დაირღვა თუ არა კანონი.
"სწორი იქნება თუ იგივე პრაქტიკას გააგრძელებს აუდიტის სამსახური, დაადგენს არის თუ არა სახეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სახეზე, კანონი აღარ დაავალდებულებს სანქციის შეფარდებას, თუმცა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება ჩაიდინა თუ არა პრემიერობის კანდიდატმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა"-განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტმა გიგი ჩიხლაძემ.