20 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
ვიქტორია ნულანდის 5 პუნქტიანი რეკომენდაცია ტრამპს-ამერიკის სენატში ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანთა მოსმენების სერია დაიწყო

ამერიკის სენატში ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანთა მოსმენების სერია დაიწყო. დაზვერვის კომიტეტი ცდილობს გაარკვიოს რა გამოცდილება მიიღო შეერთებულმა შტატებმა არჩევნებში რუსეთის ჩარევით და როგორ უნდა წარმართოს პოლიტიკა. შესაბამისი რეკომენდაციები სენატორებს ვიქტორია ნულანდმა წარუდგინა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საკითხებს კურირებდა.

ნულანდის რეკომენდაცია 5 პუნქტისგან შედგება და პირველ რიგში სთავაზობს ტრამპის ადამინისტრაციას კონტრტერორისტული ეროვნული ცენტრის მსგავსი სპეციალური სააგენტოს ჩამოყალიბებას, რომელიც კიბერთავდასხმებს გამოავლენს და უპასუხებს.

„ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბოს ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის მოდელის მსგავსი, მაგრამ შედარებით მცირე მასშტაბის უწყებათაშორისი გაერთიანებული სააგენტო, რომ თავი მოუყაროს ჩვენი მთავრობის ღია და საიდუმლო ინფორმაციასა და რესურსს, გამოავლინოს და რეაგირება მოახდინოს ამერიკული დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას, კიბერთავდასხმებს და ინტერნეტის ბოროტად გამოყენებას,“-განაცხადა  ვიქტორია ნულანდმა.

ნულანდმა დაზვერვის კომიტეტს ასევე შესთავაზა საგანგებო კომისიის შექმნა, რომელშიც წამყვანი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებიც შევლენ. რეკომენდაციები ითვალისწინებს პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო კოორდინატორის დანიშვნას, რომელსაც ურთიერთობა ექნება ამერიკის უახლოეს მოკავშირეებთან გაეროს, ნატოს და ევროკავშირის ხაზით.

დღის ამბები