ესტონეთი დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებებს ოჯახთან ერთად საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება.
გიორგი მარგველაშვილთან ერთად კი საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ლიეტუვას, ლატვიის, პოლონეთის, ფინეთისა და ისლანდიის პირველი პირები.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლისა და საგარეო ურთიერთობათა მდივნის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტი შეხვედრებზე ნატოს სამიტის მოსამზადებელ საკითხებს განიხილავს.
„მრავალმხრივი ფორმატი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიტი ნატოს სამიტამდე. კოლეგებთან საუბარში პრეზიდენტი ხაზგასმით ისაუბრებს და განიხილავს სამიტის მოსამზადებელ საკითხებს,“- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.