20 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი - ოპოზიციური პარტიების ინიციატივა ერთ კვირაში გახდება ცნობილი

როგორი უნდა იყოს საარჩევნო კოდექსი განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება - ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, რომ პროპორციულ სისტემაზე ქვეყანა არა 2020-ში, არამედ მანამდე გადავიდეს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. საკუთარი ინიციატივების წარდგენას ოპოზიცია ერთ კვირაში გეგმავს.

„ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი რამდენიმე ნაწილიანი იქნება, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობას და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლას შეეხება.

„საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის, ბაჩუკი ქარდავას თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსოლიდაცია უკვე შედგა და ამ ყველაფერს აღნიშნულ დოკუმენტში თავს მოუყრიან.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი, გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ ისეთი საარჩევნო სისტემა უნდა იყოს ქვეყანაში, რომ ყველა პარტიას ჰყავდეს წარმომადგენლობა პარლამენტში.

 

დღის ამბები