სტრუქტურული ცვლილებები სამინისტროებში დასაქმებული მოქალაქეების შემცირებას არ გამოიწვევს. ამის შესახებ მმართველ გუნდში საუბრობენ. თუმცა „ქართულ ოცნებაში“ ვერ აკონკრეტებენ, მაშინ რის ხარჯზე შეძლებს პრემიერი დაანონსებული 120 მილიონის დაზოგვას.
„რა ცვლილებებიც არ უნდა განხორციელდეს, ეს არ უნდა შეეხოს დასაქმებულებს და ამან არ ინდა გამოიწვიოს ჩვენი კვალიფიციური კადრების სახლში გაშვება. ეს არ არის მიზანი. ამას არ ემსახურება,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ კონსულტაციების პროცესში იქნება გათვლილი ყველა დეტალი.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია გულისხმობს სამინისტროების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას.
„მთავარია, რომ ჩვენ არა თუ შევამციროთ, არამედ გავზარდოთ სერვისების მოცულობა, რასაც ჩვენ ჩვენ მოქალაქეებს ვაწვდით,“-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.