21 დეკემბერი 2024,   20:10
ვრცლად
კომპანია "სვეტის" სათაო ოფისში ხმაურია - შენობა დაზარალებულმა მენაშენეებმა დაიკავეს 

დეველოპერული კომპანია "სვეტის“ სათაო ოფისთან ორ საათზე მეტია, ხმაურია. კომპანიის ოფისი დაზარალებულ მენაშენეებს აქვთ დაკავებული.

მენაშენეები აცხადებენ, რომ შენობას არ დატოვებენ მანამ, სანამ მათი პრობლემა არ მოგვარდება.

დაზარალებულებთან კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ პიარმენეჯერი, თემურ კენკებაშვილი მივიდა. მან აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ მათი პრობლემა პროტესტის მსგავსი მეთოდებით გამოხატვით არ მოგვარდება. კენკებაშვილის თქმით, კომპანიის თანამშრომლები აზერბაიჯანელ ინვესტორს ბათუმში ხვდებიან.

დაზარალებულების ბინები, ჯერჯერობით, კვლავაც დაუსრულებელია. მენაშენეები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ გადახდილი ერთ მილიონ ლარზე მეტი კომპანიის მენეჯმენტმა გაფლანგა და ისინი უბინაოდ დატოვა.

კომპანია "სვეტის" დირექტორი, თორნიკე ჯანელიძე ​მოშიმშილეების მოთხოვნებს „კურიერთან“ გამოეხმაურა

თორნიკე ჯანელიძემ განაცხადა, მენაშენეების მხრიდან მოყვანილი ციფრები არ შეესაბამება სიმართლეს და სრულიად აცდენილია იმ ციფრებიდან, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებაშია ჩაწერილი.  

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მათ პასუხისმგებელი პირები შეხვდნენ და ხელისუფლებამ მათი პრობლემა მოაგვაროს, მათ შორის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

დაზარალებულები გამოძიების დაწყებას პროკურატურისგან მოითხოვენ. მათ დღეს პროკურატურასთანაც გამართეს აქცია, საიდანაც „კომპანია სვეტის“ სათაო ოფისში გადაინაცვლეს.

დღის ამბები