20 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
სტრუქტურული ცვლილებების მიუხედავად ადმინისტრაციული ხარჯები არ შემცირდება - ზვიად ძიძიგური 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრი, ზვიად ძიძიგური მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურება.

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებების მიუხედავად, სხვადასხვა უწყებაში დასაქმებულების რაოდენობა არ შეიცვლება.

ძიძიგურის კომენტარი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ სტრუქტურული ცვლილებების გამო ბიუროკრატიული ხარჯები შემცირდება, გამორიცხავს, რადგან მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ დაგეგმილი ცვლილებების ფონზე ხარჯები არ შემცირდება.

პარლამენტში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტი ხუთშაბათს შევა, ხოლო განხილვები მომავალი ორშაბათიდან დაიწყება.

უმრავლესობაში სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები კვლავ გრძელდება, თუმცა, მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ მინისტრობის კანდიდატების კონკრეტულ გვარებზე შეხვედრების დროს ჯერ არ საუბრობენ.

ბახტაძის ინიციატივით, რამდენიმე კვირაში პარლამენტში მთავრობა შემცირებული რაოდენობით წარდგება, 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება.

დღის ამბები