20 ნოემბერი 2024,   05:10
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა მერეთიდან 22 წლის ახალგაზრდა გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - 22 წლის ახალგაზრდა, გაიტაცეს. გიორგი გორგიშელი გორის რაიონის სოფელი მერეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

თავის მხრივ სეპარატისტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ გორგიშელი რეციდივისტადაა მიჩნეული და მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ოკუპანტების მიერ ბოლო 1 თვეში გიორგის დაკავების ეს მეორე შემთხვევაა. ანალოგიური ბრალდებით ის ე.წ. მესაზღვრეებმა მაისშიც აიყვანეს. 

დღის ამბები