ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია იხსენება. სხდომას საქართველოს დელეგაციაც დაესწრება. დელეგაციის წევრები უკვე სტრასბურგში არიან.
სესიის ფარგლებში ქართველი კანონმდებლები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში; გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე საუბრის ძირითადი თემა, საქართველოში მიმდინარე პროცესები და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები იქნება.