20 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
განახლებული მთავრობა და სტრუქტურული ცვლილებები - ოპოზიცია ხელისუფლებას არასწორი ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს 

ოპოზიცია სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა ზოგიერთი სამინისტროს გაუქმებით და სხვასთან შერწყმით შეცდომა დაუშვა.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო უფრო გამსხვილდა, რაც მისი თქმით, შეცობაა. გოცირიძე ამბობს, რომ ეს უწყება გასაუქმებელია.

რომან გოცირიძის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ეკონომიკის სამინსიტროს უნდა შეერთებოდა, რაც თანხებსაც დაზოგავდა.

ამსხვილებენ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, როგორც ჩანს, პოლიტიკური ნდობა მეტი აქვს მის მინისტრს. სინამდვილეში, ეს სამინისტრო არის გასაუქმებელი, იმიტომ, რომ ცენტრალური აპარატი არაფერში სჭირდება ქვეყანას, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტრო აბსოლუტურად მკვდარი ორგანიზაციაა, თავისთავად სამინისტრო და არა ის უწყებები, რომელიც მის დაქვემდებარებაშია. ამიტომ, ლოგიკური იქნებოდა, რომ ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტრო გაერთიანებულიყო და თუ ე.წ. ჭარბი ნდობა აქვს ინფრასტრუქტურის მინისტრს, ყოფილიყო ამ გაერთიანებული სამინისტროების ხელმძღვანელი და ამ შემთხვევაში, მართლაც, დაიზოგებოდა რაღაც რაოდენობის თანხა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე აცხადებს, რომ სოზარ სუბარი, რომლის უწყებასაც შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ერწყმის, დატოვებს თანამდებობას.

„როგორც ჩანს სოზარ სუბარი დაემშვიდობება თავის პოსტს. ალბათ, წულუკიანიც, მაგრამ თუ წულუკიანი არ წავა, მას ექნება მეორე დადებითი მხარე ქვეყნისთვის ცუდი, მაგრამ ოპოზიციისთვის კარგი წინასაპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობაც არაეფექტური.

„ქართულ ოცნებაში“ კონსულტაციები დასრულდა. მმართველი გუნდის წევრების გადაწყვეტილებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდება.

გაერთიანდება, ასევე, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები და ერთ უწყებად გაერთიანდება დევნილთა სამინისტრო და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ამასთან, ზემოთ ჩამოთვლილ უწყებებს არ ექნებათ ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და მოწყობის ფუნქციები და ეს უფლებამოსილება მთლიანად ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.

დღის ამბები