გაზაფხულზე აუცილებლად მოგვიწევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.
დავით ჭიჭინაძე სტრუქტურულ ცვლილებებს და მთავრობის ახალ გეგმას ეხმაურება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, თუ მთავრობის ახალი გუნდი კრიზისს ვერ დაძლევს და საზოგადოების ინტერესს არ გაითვალისწინებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნება.
დავით ჭიჭინაძის ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაზაფხულზე შეიძლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.
დეპუტატი მმართველ გუნდში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახალ მთავრობაში იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აღარ უნდა იყოს.