20 ნოემბერი 2024,   05:15
ვრცლად
რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები - ევრონესტი საქართველოს თანაავტორობით შედგენილ რეზოლუციას კენჭს სავარაუდოდ, დღეს უყრის

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები - რეზოლუციის პროექტს, რომლის თანაავტორიც ქართული დელეგაციაა, სავარაუდოდ, ევრონესტის საპარალამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე კენჭს დღეს უყრიან. გუშინ დოკუმენტი პოლიტიკური საკითხების კომიტეტმა განიხილა.

ევრონესტის პლენარული სხდომა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. მანამდე შეხვედრა ბიუროს სხდომაზე გაიმართება.

როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ხულორდავამ განაცხადა რეზოლუციის ტექსტში ყველა იმ აქტუალურ საკითხზეა საუბარი, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

„უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს ჩვენს რეგიონში განაპირობებს რუსეთის აქტიური ქმედებები, ამიტომ მოწოდებებიც არის პირდაპირი ტექსტით,“- განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.

რეზოლუციის მნიშვნელობაზე საუბრობენ ევროპარლამენტარებიც. მათი თქმით, რეზოლუციის ტექსტში ნათლად არის წარმოდგენილი ის საფრთხეები, რომლებსაც რუსეთი ევროპულ ქვეყნებს უქმნის.

„ეს ევროპული ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანი ანგარიშია, რადგან მასში ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული საერთო საფრთხეებია ასახული. ანგარიშში უსაფრთხოების პრობლემებია განხილული მატ შორის კიბერუსაფრთხოების და ჰიბრიდული ომის უფრო სწორი გააზრება“- ამბობს ევროპარლამენტის წევრი მიხალ ბონი.

დღის ამბები