20 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი - პრემიერმა მცირე მთავრობის კონცეფცია წარადგინა

პრემიერის რანგში მამუკა ბახტაძე პირველი მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიას მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ესაუბრა. მამუკა ბახტაძემ განცხადებები საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ბახტაძემ სამინისტროების სტრუქტურული ცვლილებების შედეგი გაასაჯაროვა, თუმცა არ დააკონკრეტა სახელები და გვარები, რომლებიც მთავრობის ახალ შემადგენლობაში მინისტრის პორტფელს ჩაიბარებენ. 

პრემიერის განცხადებით, 14 სამინისტროდან მხოლოდ 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

პრემიერის განცხადებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეერწყმება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქცია გადანაწილდება სამ უწყებაზე. დევნილთა განსახლების ფუნქცია გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში, მიგრაციის კომპონენტს შს სამინისტრო შეითავსებს, სოციალური პოლიტიკა კი ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.

რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.  ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

„დარწმუნებული ვარ ამ ცვლილებებით ჩვენ დასაბამს მივცემთ მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელებას, რადგან სწორედ ასეთი მთავრობის ყოლა შედის ჩვენი ხალხის ინტერესებში.

შემცირდება სამთავრობო  ხარჯები და ეს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ჩამოვა 3.9 %, ჩვენთვის ეს ნიშნული იქნება ის მაქსიმუმი ზედა ჯერი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ“-განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, დაზოგილი ბიუროკრატიული ხარჯები მოხმარდება ქვეყნის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას.

დღის ამბები