20 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
„სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ის აჟიოტაჟი, რაც ვიხილეთ მედიაში რეალობას არ შეესაბამება“ - ბახტაძე

„სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ის აჟიოტაჟი, რაც ვიხილეთ მედიაში ეს რეალობას არ შეესაბამება“- ასე უპასუხა პრემიერმა კითხვას იქმნება თუ არა სახელმწიფო მდივნის თანამდებობა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლება არ გეგმავს არც ერთი ახალი ინსტიტუტის დამატებას.

„ჩვენ არავითარი ახალი ინსტიტუტის დანერგვას ამ მიმართულებით არ ვაპირებთ, იქნებიან მინისტრის მოადგილეები, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელი შესაბამისი დარგების განვითარებაზე“- განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, კონსულტაციების მინისტრთა კაბინეტის ახალ სახეებთან დაკავშირებით დასრულებულია.

პრემიერმა განმარტა მიზეზები, რის გამოც 14 სამინისტრო 10-მდე მცირდება. 

ბახტაძის განცხადებით, 14 სამინისტროდან მხოლოდ 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

პრემიერის განცხადებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეერწყმება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქცია გადანაწილდება სამ უწყებაზე. დევნილთა განსახლების ფუნქცია გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში, მიგრაციის კომპონენტს შს სამინისტრო შეითავსებს, სოციალური პოლიტიკა კი ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.

რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.  ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

დღის ამბები