საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ნაწილი პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილ სტრუქტურულ ცვლილებებს არ ეთანხმება.
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, მან პარტიული კონსულტაციების დროს საკუთარი მოსაზრება უკვე დააფიქსირა.
„როგორც ჩანს, პრემიერს აქვს მიზანი და იცის ეტყობა და ჰგონია, ყოველ შემთხვევაში, რომ ეს სასიკეთო ცვლილებებს გამოიწვევს. თეორიულად ლამაზად ჩანს, ძალიან ჯანსაღი სხეული, ჯანსაღი სული, შემოქმედება და ჭკვიანი თავი, მაგრამ ერთობაში ეს, ვერ ვარ მომართული იქითკენ, რომ ეს პასუხისმგებლობა გავიზიარო. სახელოვნებო რაც არის, რაც ითხზვება, ეს ხელოვნების დარგები, რაც გვაქვს, ქართული კინო, ქართული თეატრი, მუსიკა, ქორეოგრაფია, ხელოვნების დეპარტამენტად მაინც უნდა გამოყოფილიყო და ცალკე დაქვემდებარებოდა პრემიერს და ამ წინადადებით მივმართე კიდეც მაშინ და ჩაინიშნა და ვიფიქრებო და როგორც ჩანს, ამ ეტაპისთვის ჩაითვალა საჭიროდ ასე,“ - განაცხადა ქანთარიამ.
როგორც ქანთარია აცხადებს, ის კულტურის სამინისტროს გაუქმების წინააღმდეგია. მისი თქმით, ასეთ ცვლილებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.