20 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია არ არის დაკავშირებული საკადრო შემცირებების ბუმთან - გიორგი ვოლსკი 120 მილიონ ლარის დაზოგვაზე

„რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია არ არის დაკავშირებული საკადრო შემცირებების ბუმთან,“ - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

გიორგი ვოლსკი მამუკა ბახტაძის განცხადებას ეხმაურება, როდესაც პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა სტრუქტურული ცვლილებების ფონზე 120 მილიონ ლარს დაზოგავს.

მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, უმუშევრობის პრობლემა საქართველოში ისედაც არის, შესაბამისად, სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ საკადრო შემცირებები არ იგეგმება.

„რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია არ არის დაკავშირებული საკადრო შემცირებების ბუმთან, ვინაიდან, უმუშევრობის პრობლემა ისედაც არსებობს საქართველოში და ეფექტური თანამშრომელი, რასაკვირველია, არის დეფიციტი და არამარტო საქართველოში, აქედან გამომდინარეობს ის, რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად სახელმწიფო სტრუქტურებზე გაწეული ხარჯები იქნება დატოვებული იმავე დონეზე, რაც არის ვთქვათ, 2018 წელს და ზრდას კი საკმაოდ სერიოზულს ველოდებით, იმ პროექტების განხორციელებით, რომელსაც მთავრობა გეგმავს, აქედან გამომდინარე, მოპოვებული ბიუჯეტისთვის დამატებითი თანხა არ იქნება საჭირო მთავრობის შესანახად,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს, რომელიც 120 მილიონის დაზოგვას ეხება. 

დეპუტატი აცხადებს, რომ ბახტაძეს თანხების დაზოგვა სამინისტროების შერწყმით ხარჯზე არ უგულისხმია.

„ბატონი ბახტაძე არ ამბობს, რომ სამინისტროების შერწყმით იქნება 100-120 მილიონის დაზოგვა. ის ამბობს, რომ 4,3 პროცენტი და მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში თუ მთავრობის ადმინისტრაციული სახელფასო ხარჯები შემცირდება 3,9 პროცენტამდე, მაშინ იქნება დაზოგილი 100-120 მილიონი. აქ ძალიან ბევრი ხარჯებია, ეს არის სატრანსპორტო ხარჯები, ეს არის ხელფასების გადააზრება და ბევრი სხვა... მე მინდა, ხაზი გავუსვა და კიდევ ერთხელ გავიმეორო, ეგ ხარჯები უნდა შემცირდეს, სამმართველო, მაგრამ საბიუჯეტო ხარჯები უნდა გაიზარდოს, გადასახადები მდიდრებისთვის, მაღალ შემოსავლებზე გადასახადები უნდა გაიზარდოს, მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ განვითარებულ ქვეყანას,“ - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

დღის ამბები