20 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
მთავრობა იტყუება... მთავრობას არ აქვს ხედვა - ოპოზიცია სტრუქტურული ცვლილებების ფონზე 120 მილიონი ლარის დაზოგვას ეხმაურება

ოპოზიცია სტრუქტურული ცვლილებების ფონზე 120 მილიონი ლარის დაზოგვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პრემიერის განცხადება არასერიოზულია. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, ბიუჯეტიდან თანხა არამიზანმიმართულად იხარჯება.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, სტრუქტურულ ცვლილებებს ბიუჯეტშიც უნდა მოჰყვეს ცვლილებებიც, საიდანაც ცნობილი გახდება, როგორ გეგმავენ 120 მილიონი ლარის დაზოგვას.

„სინამდვილეში იტყუებიან, ვინაიდან ხდება მხოლოდ და მხოლოდ მექანიკური გადაჯგუფება, უწყებათაშორისი რაღაც სტრუქტურების და ეს ემსგავსება იმას, როგორც იყო, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს შერწყმა, როდესაც ყველაფერი დარჩა იგივე, მათ შორის, ქვედა სტრუქტურები და უფრო მეტიც, სამი მილიონით გაიზარდა სახელფასო ფონდი. სანამ რეალურად არ შემცირდება უვარგისი ხარჯები, უვარგისი პროგრამები, ისევე, როგორც არ შემცირდება ბიუროკრატიული ხარჯები, დაწყებული მანქანებით, ჯიპებით და დამთავრებული მივლინებებით და სხვა მომსახურებით, ამ ცვლილების შედეგი იქნება ნულოვანი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა არა სამინისტროების რაოდენობაში, არამედ მთავრობის ხედვაშია. ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობას კონკრეტული ხედვა არ აქვს და ის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინაშეა ანგარიშვალდებული.

„მთავარი არის, რომ როგორც კვირიკაშვილმა, ბახტაძემაც კი არ თქვას, რომ ახლა მე შევამცირებ და რა იქნება ეფექტი, მოდი, 3-4 თვეში ვნახოთ, არც არაფერი არ იყო კვირიკაშვილის შემთხვევაში და დარწმუნებული ვარ, არც არაფერი არ იქნება ბახტაძის შემთხვევაში იმიტომ, რომ საქმე არც სამინისტროების რაოდენობაშია და არც კონკრეტულ მინისტრებში, საქმე არის, ვის წინაშეა მთავრობა ანგარიშვალდებული და ვიცით, რომ არის ბიძინა ივანიშვილის წინაშე ანგარიშვალდებული და საქმე არის, აქვს თუ არა ხედვა მთავრობას და ამ მთავრობას ხედვა არ აქვს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები