20 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
აშკარად ვხედავთ, რომ მოსული სტუმრები ცდილობენ, გვერდი აუარონ პასუხებს - სერგი კაპანაძე

"აშკარად ვხედავთ, რომ მოსული სტუმრები ცდილობენ, გვერდი აუარონ პასუხებს," - ეს განცხადება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ, სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.

მან პროკურორ ფხაკაძეს რამდენჯერმე მისცა შენიშვნა და მიუთითა, რომ ყურადღებით მოუსმინოს იმ კითხვებს, რომელიც კომისიის წევრებს მასთან მიმართებით აქვთ. 

„ბატონო ზვიად, ყურადღებით მოუსმინეთ იმ კითხვებს, რომელიც აქვთ კომისიის წევრებს. სამწუხაროდ, აშკარად ვხედავ, რომ მოსული სტუმრები ცდილობენ, გვერდი აუარონ პასუხებს,“ - აღნიშნა სერგი კაპანაძემ. 

დღის ამბები