03 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
6 თებერვალს ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი დაკავებულია

საპატრულო პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 6 თებერვალს „გაზ-53“–ის მარკის სატვირთო ავტომობილით დავით აღმაშენებლის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს,19 წლის ნანა გიგლემიანს შეეჯახა, რის შედეგადაც გოგონა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

საგამოძიებო მოქმედებებისა და სხვადასხვა სახის ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ სხვა სახის ავტომობილს ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობა არ მიუღია და ეს დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნებით და ექვსი სხვადასხვა სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერებით.

ამავე თემაზე
დღის ამბები