20 ნოემბერი 2024,   05:20
ვრცლად
„ამოიწურა "ქართუს" რეზერვი და ნურც ის გაგვიკვირდება, თუ ქართუს მზარეულს ვიხილავთ მინისტრთა კაბინეტში" - გოცირიძე

"ქართული ოცნების" მინისტრთა ახალ კაბინეტს  „ნაციონალური მოძრაობა"აკრიტიკებს.

რომან გოცირიძის თქმით, ამ ექვსი წლის მანძილზე თითქმის ყველა პირი, რომელიც მინისტრთა კაბინეტში მოხვდა, „ქართუ ბანკის“ ყოფილი ან მოქმედი თანამშრომლების იყო.

გოცირიძის თქმით, ის ფიქრობს, რომ არცერთი პროფესიონალი უცხოეთიდან არ დათანხმდება არსებულ მინისტრთა კაბინეტში მუშაობას.

„ამოიწურა "ქართუს" რეზერვი და ნურც ის გაგვიკვირდება, თუ ქართუს მზარეულს ვიხილავთ მინისტრთა კაბინეტში. ახლა უკვე უცხოეთში ეძებენ,  უცხოეთი, ბუნებრივია, არ არის "ქართუს" გავლენის სფეროში, კარგი იქნება თუ პროფესიონალს მოიწვევენ საზღვარგარეთიდან, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ ღირსებისა და პროფესიული ნიშნის მქონე ადამიანმა ამ მინისტრთა კაბინეტში გადაწყვიტოს მუშაობა,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

მთავრობის ახალი სტრუქტურა ცნობილია, თუმცა კვლავ უცნობია ვინ იქნებიან ახალი სახეები მინისტრთა კაბინეტში. კონსულტაციები მამუკა ბახტაძეს უკვე დაწყებულია აქვს. შესაძლოა, რამდნიმე მინისტრი უცხოეთიდან ჩამოიყვანონ. საუბარია, დავით ამაღლობელის კანდიდატურაზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობს და რომელიც ფინანსთა მინისტრის პოსტზე მოიაზრება.

ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე საუბრობენ ნინო ჯავახაძის დანიშვნაზეც, რომელიც დღეს შსს მინისტრის მოადგილეა და მანამდე სწორედ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

დღის ამბები