20 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
"არ არსებობს წინაპირობა, რომ მაინცდამაინც ბახტაძის მინისტრთა კაბინეტი იყოს წარმატებული," - რატიანი

მთავრობის ახალი შემადგენლობა საპარლამენტო ოპოზიციისთვის მისაღები არ არის. "ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ამ ექვსი წლის მანძილზე ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოდგენილმა არცერთმა სამთავრობო გუნდმა არ გაამართლა.

სერგო რატიანის თქმით, ამჯერადაც გაუგებარია, ის სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც პრემიერმა დააანონსა. 

„ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი არცერთი მინისტრთა კაბინეტი არ ყოფილა წარმატებული და არ არსებობს წინაპირობა, რომ მაინცდამაინც ბახტაძის მინისტრთა კაბინეტი იყოს წარმატებული. რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, არ არსებობს არანაირი ხედვა თუ რატომ და როგორ უნდა იყოს შემცირებული და არ არსებობს იმის წინაპირობა, რომ იქნება ძალიან სერიოზულად შემცირებული ბიუროკრატიული აპარატი და ხარჯები ამიტომ, ჩვენ ვერ ვხედავთ მნიშვნელოვან ცვლილებას ამ შემთხვევაში“- აცხადებს სერგო რატიანი.

მთავრობის ახალი სტრუქტურა ცნობილია, თუმცა კვლავ უცნობია ვინ იქნებიან ახალი სახეები მინისტრთა კაბინეტში. კონსულტაციები მამუკა ბახტაძეს უკვე დაწყებულია აქვს. შესაძლოა, რამდნიმე მინისტრი უცხოეთიდან ჩამოიყვანონ.

საუბარია, დავით ამაღლობელის კანდიდატურაზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობს და რომელიც ფინანსთა მინისტრის პოსტზე მოიაზრება. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე საუბრობენ ნინო ჯავახაძის დანიშვნაზეც, რომელიც დღეს შსს მინისტრის მოადგილეა და მანამდე სწორედ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

დღის ამბები