20 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
ახალი მთავრობა - შესაძლოა, რამდნიმე მინისტრი უცხოეთიდან ჩამოიყვანონ

მთავრობის ახალი სტრუქტურა ცნობილია, თუმცა კვლავ უცნობია ვინ იქნებიან ახალი სახეები მინისტრთა კაბინეტში. კონსულტაციები მამუკა ბახტაძეს უკვე დაწყებულია აქვს. შესაძლოა, რამდნიმე მინისტრი უცხოეთიდან ჩამოიყვანონ.

საუბარია, დავით ამაღლობელის კანდიდატურაზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობს და რომელიც ფინანსთა მინისტრის პოსტზე მოიაზრება. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე საუბრობენ ნინო ჯავახაძის დანიშვნაზეც, რომელიც დღეს შსს მინისტრის მოადგილეა და მანამდე სწორედ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

კიდევ ერთი გვარი, რომელიც ეკონომიკის მინისტრის კანდიდატურად სახელდება გიორგი ქობულიაა. ქობულია, უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენელია მოსკოვის ოფისში.

საპარლამენტო უმრავლესობა არცერთ ინფორმაციას არ ადასტურებს. "ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ კონკრეტულ პირებზე კონსულტაციები არ შემდგარა.

"პრემიერმა განაცხადა, რომ განახლებულ გუნდში ახალი სახეები იქნებიან. რაც შეეხება კონკრეტულ პერსონალიებს მამუკა ბახტაძის ექსკლუზიური უფლებაა თავად დაასახელოს ის კონკრეტული მინისტრობის კანდიდატები, ვისაც განახლებულ გუნდში ხედავს,"- ამბობს  სოფო კილაძე.

რაც შეეხება თეა წულუკიანს, კილაძის თქმით, ის ფიქრობს, რომ იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარეობს შავი პიარის აგორება, თუმცა ბახტაძის გადასაწყვეტია დატოვებს თუ არა წულუკიანს მთავრობის შემადგენლობაში. 

დღის ამბები