გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა ჩაიშალა.
შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ მასში შეყვანილი პირების გამო გააპროტესტეს.
რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებს, რომ მათთვის გაუგებარია, რა მიზეზით შეიყვანეს ამ სიაში კონკრეტული პირები. აფხაზური მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ არის დასახელებული არც მტკიცებულებები და არც მოტივი.
როგორც ცნობილია, საოკუპაციო რეჟიმმა არ მოისმინა არც ქართული მხარის განმარტებები და არც დოკუმენტები ჩაიბარეს.
მათივე განცხადებით, დაისჯება ყველა ის პირი, ვინც ოკუპირებულ რეგიონში პასპორტისა და ვიზის გარეშე საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადავა.
რაც შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის საკითხს, საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ კანჯი ოღლი კარგი მეომარია და ის დამნაშავე არ არის.
მათივე განცხადებით, კანჯი ოღლი დაწინაურდა კიდეც. რუსულმა მხარემ კი გალის მოლაპარაკებებიდან გიგა ოთხოზორიას საკითხის საერთოდ ამოღება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შეხვედრაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.