20 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
აშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარდგენა - პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის დაპირისპირების ახალი მიზეზი

მმართველი გუნდი და პრეზიდენტი ერთმანეთს კიდევ ერთხელ უპირისპირდება. ამჯერად ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში შესული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის გამო.

ამერიკის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარდგენას მმართველი გუნდი საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს, რასაც არ ეთანხმება პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონგრესმენ ტედ პოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტს პირდაპირ გიორგი მარგველაშვილის წარმატებულ ვიზიტს უკავშირებს.

"ინიციატივა საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებასთან დაკავშირებით ეკუთვნის საქართველოს პრეზიდენტს. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა, მარტის დასაწყისში, შეერთებულ შტატებში და ჰქონდა შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან. პირველივე შეხვედრაზე სენატორმა პომ ძალიან დამაიმედებელი განცხადება გააკეთა პრეზიდენტის ინიციატივაზე საქართველოს მხარდამჭერ აქტთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ მოკლე ვადაში მოხერხდა აღნიშნული საკითხის ინიცირება.

საქართველოს პრეზიდენტმა კონგრესში გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს არის აშშ-ს განსაკუთრებული პარტნიორი და ის განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს.

საქართველოს მხარდაჭერის აქტი შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამოხატულებაა," - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დღის ამბები