20 ნოემბერი 2024,   05:18
ვრცლად
„ეს სია არის ცოცხალი პროცესი" - შს მინისტრი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე საუბრობს

„ეს სია არის ცოცხალი პროცესი. ეს სია იქნება მუდმივად,“- ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სანქციების სიაზე გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით, სია მოვლენების განვითარების შესაბამისად შეიძლება შეიცვალოს.

„რომელი სია არის დახურული, ყველა სია მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, ხან ემატება, ხან შეიძლება გამოაკლდეს, ამ სიის პირველი განხილვა იყო. სია პარლამენტში ჯერ არ მოხვედრილა, პარლამენტში წავა და იქ გავაგრძელოთ მსჯელობა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დაახლოებით, ხუთი ადამიანი ვის წინააღმდეგაც საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობას სანქციების დაწესებას სთხოვს, დიდი ხნის გარდაცვლილია. შესაბამისად, უცნობია, როგორ უნდა მოხდეს უკვე გარდაცვლილ ადამიანებზე სანქციების გატარება.

 

დღის ამბები