20 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
„გარკვეულ პირებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, არიან თუ არა ცოცხლები" - ციხელაშვილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე საუბრობს

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით, სადაც გარდაცვლილი ადამიანების გვარებიც ფიგურირებს, მთავრობის წევრები განმარტებებს აკეთებენ. სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, გარკვეულ პირებზე კითხვები არსებობს, იყვნენ თუ არა ცოცხლები, თუმცა საქმის დახურვისთვის შესაბამისი მტკიცებულება არ არსებობდა.

„გარკვეულ პირებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, არიან თუ არა ცოცხლები, თუმცა ამის მტკიცებულება, რომელიც გამოდგებოდა იმისთვის, რომ საქმე დაიხუროს, ასეთი ჩვენს სამართალდამცველებს არ აქვთ. ბუნებრივია, ამიტომ ამ ადამინების სახელები ამ სიაში მოხვდა, მათი ბრალეულობა და ზოგიერთ შემთხვევაში მსჯავრდებულობა იქნებს დაფიქსირებული,“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს სია არის მიმართული იმ უკანონობის აღსაკვეთად, რასაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ ადამიანის უფლებათა კუთხით და მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის თვალსაზრისით, დაკავებები, მკვლელობები,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

 

 

დღის ამბები