20 ნოემბერი 2024,   05:12
ვრცლად
თუ გვყავს საგარეო უწყება საერთოდ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა პუტინი-ტრამპის შეხვედრაზე საქართველოს საკითხმა გაიჟღეროს - რურუა

ოპოზიცია ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში შესული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მნიშვნელობაზე საუბრობს.

"ნაციონალური მოძრაობა" ამ საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მმართველი გუნდის დაპირისპირებასაც ეხმაურება. ნიკა რურუა ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვისი ინიცირებით შევიდა დოკუმენტი კონგრესში, ახლა მთავარია, რომ საქართველოს საკითხი ტრამპი-პუტინის შეხვედრის დროსაც წამოიჭრას. 

„ძალიან მნიშვნელოვანია კონგრესის ამ დეკლარაციის დრო, რადგან ეს ხდება ტრამპი-პუტინის შეხვედრის წინ. ამიტომ ჩვენმა საგარეო უწყებამ ასეთი თუ გვყავს საერთოდ, პრეზიდენტმა და ყველამ, ვისაც სიტყვის მიწვდენა შეუძლია შეერთებულ შტატებში, უნდა მივაწოდოთ ადმინისტრაციას მკაფიო სათქმელი, რომ უკრაინის, ყირიმის, აღმოსავლეთ უკრაინაში პუტინის დანაშაულებების ჩამოთვლისას, რომელსაც აუცილებლად შეეხება პრეზიდენტი ტრამპი, აუცილებლად მოიხსენიოს ჩვენი მიმდინარე ოკუპაცია, იმიტომ რომ, სადაც უკრაინას ახსენებენ იქ საქართველოს აღარ ახსენებენ და ეს ივანიშვილმა გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ საქართველო განხეთქილების ვაშლი აღარ უნდა იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორისო,“- აცხადებს ნიკა რურუა.

დღის ამბები