20 ნოემბერი 2024,   05:18
ვრცლად
"თეა წულუკიანი ეტყობა გამოსწორდა, იმიტომ უნდათ მაგის გადადგომა"-ემზარ კვიციანი

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი ხელისუფლებას არასამთავრობო სექტორის ლობირებაში ადანაშაულებს. როგორც პარლამენტის სესიაზე ემზარ კვიციანმა განაცხადა, „ქართული ოცნება" სწორედ მესამე სექტორის მითითებებს ასრულებს და ასე წყვეტს ვის დატოვებს მინისტრად და ვის არა. მან მაგალითისთვის თეა წულუკიანი მოიყვანა, რომელიც მისივე განმარტებით, გამოსწორდა.

„ამხელა ძალა ამ არასამთავრობოებს, რომ უკვე გაძალებენ დააყენოთ მინისტრი, გადააყენოთ მინისტრი. სამარცხვინოა ძალიან. კარგია ძალიან, თეა წულუკიანმა ეტყობა რაღაც გამოასწორა, წამოვიდა უკვე უკეთესობისკენ, ეროვნულობისკენ და იმიტომ უნდათ გადადგომა მაგისი. გამოცოცხლდით  პატარა და გამოაცოცხლეთ ხელისუფლება. სწორედ ეს არასამთავრობოები არიან, რომლებიც უნიათოს ხდიან ხელისუფლებას. არ აძლევენ საშუალებას მუშაობის იმიტომ, რომ ეშინიათ. რა გააკეთონ არ იციან. ხვალ გააგდებენ სამსახურიდან არასამთავრობოები. ბოკერია, რომ დაკითხვას წარმოიდგინე. უამრავი პროკურორია მოსაშორებელი, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას უშლის ხელს,“-განაცხადა ემზარ კვიციანმა.

დღის ამბები