20 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ამერიკის კონგრესი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და არა რომელიმე სახელისუფლებო შტოს - ჭიაბერაშვილი

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში შესული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ საუბრობს.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ღიმილის მომგვრელია თუ კონგრესში შესული აქტის შესახებ ერთმანეთს რომელიმე სახელმწიფო შტო დაუპირისპირდება. 

„ცოტა ღიმილის მომგვრელი იქნება სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კონკურენცია ვისი რა დამსახურებაა იმ პირობებში, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს საკითხი არ არის იმ დონეზე, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს  სჭირდება. ისიც რომ დღეს ამერიკის კონგრესი კვლავ გვიცხადებს მხარდაჭერას ესეც არის არა უბრალოდ მთავრობისადმი ან რომელიმე სახელმწიფო შტოსადმი გამოხატული მხარდაჭერა და კეთილი ნება, არამედ ეს არის ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა არის ურყევი,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები