20 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
"მე შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, " - სტუდენტი, რომელიც რუსთაველის გამზირზე სტიკერებს აკრავდა, გია ვოლსკის შეხვდა 

"მე უბრალოდ შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი,  როდესაც თქვენ დამცინეთ, რომ ეს სტიკერები არაფერს არ ნიშნავს,“ -სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში სტიკერების გაკვრის შესაძლებლობა არ მისცეს, დღეს დეპუტატ გია ვოლსკისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვდა.

ანა ჭარხალაშვილი და მისი მეგობრები სტიკერებს წარწერით ”რუსეთი ოკუპანტია” რუსთაველის გამზირზე აკრავდნენ, თუმცა პოლიციამ ამის უფლება შეუზღუდა და განყოფილებაში გადაიყვანა.

სტუდენტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა უმრავლესობის წევრის შეფასებები. ანა ჭარხალაშვილი ვოლსკისგან ახსნა-განმარტებების მოსასმენად დღეს სპეციალურად ჩავიდა ქუთაისში.

„მე არ მომწონს თქვენი გაღიზიანებული ლაპარაკის ფორმა, ესე ჯინაზე ნუ მელაპარაკები, ჩემი შვილის ხელა ხარ, ცოტა უზრდელობაშიც გადადიხარ, მეგ გეუბნები,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ანა ჭარხალაშვილმა კი განაცხადა, რომ მან თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი სტიკერების გაკვრის შესახებ საუბრობდა.

„ინტერპრეტაციას ახდენთ ჩემი სიტყვების, მე არ ვარ ჩასაფრებული, მე უბრალოდ შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, როდესაც თქვენ დამცინეთ, რომ ეს სტიკერები არაფერს არ ნიშნავს,“ - აღნიშნა ანა ჭარხალაშვილმა, რაზეც ვოლსკიმ განუცხადა, რომ მისთვის არ დაუცინია.

დღის ამბები