20 ნოემბერი 2024,   05:14
ვრცლად
"ბატონო კაკო, უხმო რეჟიმში უყურებთ საგამოძიებო კომისიის სხდომას?"-კამათი სესიაზე

მმართველი პარტია ოპოზიციას მოუწოდებს  ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე შექმნილი საპარლამენტო კომისიის ფარგლებში პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავოს.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დღეს პარლამენტის სესიაზე დებატების საგანი გახდა. აკაკი ბობოხიძემ ბრიყვი უწოდა პროკურორს, რომელიც არასრულწლოვანების საქმეზე კომისიამ გამოკითხა.

„მაპატიეთ მაგრამ ეს კაცი ბრიყვია, თავს იბრიყვებს არ ვიცი, ფხაკაძის გამოსვლებზე ტვინში სისხლი თუ არ ჩამექცევა უბრალოდ არ მგონია. ანუ თქვენ წარმოგიდგენიათ როცა ამ კაცს, ამ ცივ კედელს უყურებ, კაცს, რომელიც თავს იბრიყვებს  არ ვგულისხმობ მარტო ზაზა სარალიძეს, ნებისმიერ ზაზა სარალიძეებს რომელიც მრავლად იყო ჩვენი ხელისუფლების დროსაც და როდესაც ჩვენ გვეუბნებოდნენ რატომ ვერ აკეთებდით თანაფარდ პოლიტიკურ ნაბიჯებს, გარწმუნებთ რომ ვერბალურად მაინც ყოველთვის წინა პლანზე ვასახელებდით სახელმწიფო ინტერესებს. გარწმუნებთ არანაირი სახელმწიფო ინტერესი არ აღმოჩნდა დუმილის გამამართლებელი. მწარედ დაგიბრუნდებათ,“-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ, რაზეც მას არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ როგორც ჩანს ის უხმო რეჟიმში უყურებს საგამოძიებო კომისიის სხდომებს.

„თუ შეიძლება დამიდასტუროთ ხმა გაქვთ თუ არა ჩართული. ის რაც იქ მიდის დუმილი ჰქვია ამას? კონკრეტული კითხვები გვაქვს ყველას,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები