ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ "გირჩის" ერთ-ერთი წევრი ნიკა ობოლაძე 500 ლარით დააჯარიმა. მას გამოძიება მცირე რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვას ედავებოდა. საქმე 2 მაისის ინციდენტს ეხება, როდესაც "გირჩის" ოფისთან მოქალაქეს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლების უხეში მოპყრობისა და დაკავების მცდელობისას ”გირჩის“ წევრები იცავდნენ. ნიკა ობოლაძე გამოძიებამ ხელში კანაფის ქოთნის ჭერის გამო დააკავა. ობოლაძე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გეგმავს, რადგან მისი თქმით, სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას არ შეცვლის.