20 ნოემბერი 2024,   05:17
ვრცლად
ირაკლი კობახიძე აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, პოლ რაიანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, პოლ რაიანს შეხვდა.

საუბარი საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის როლსა და ასამბლეის აშშ-ის კონგრესთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე წარიმართა.

ხაზი გაესვა სამმხრივი საპარლამენტო ფორმატის აუცილებლობას საერთო მიზნების მიღწევის საქმეში.პოლ რაიანმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარეებს მხარდაჭერა დაუდასტურა.

„ვისაუბრეთ, როგორც ორმხრივ თანამშრომლობაზე,  თითოეული ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივაზე აშშ-სთან.

ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების მხარდაჭერა, როგორც თითოეული ქვეყნის მიმართ, ასევე ზოგადად რეგიონის მიმართ,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები