საქართველო, უკრაინა, მოლდოვის მხარდამჭერი ერთობლივი რეზოლუციის დამტკიცება წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტზე დღეს იგეგმება.
დოკუმენტში მხარდაჭერილია 3 ქვეყნის დემოკრატიული მისწრაფებები. საუბარია ასევე რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, კერძოდ კი 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიაზე.
დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი ევროპაში არასტაბილურობის მთავარ მონაწილედ სახელდება. სენატორები კრემლის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ძალაში დატოვებას მოითხოვენ.