20 ნოემბერი 2024,   05:12
ვრცლად
გახარიამ უნდა დაამტკიცოს, რომ მე ჩავიდინე კონკრეტული დანაშაული - ნიკა მელია გამოკითხვაზე იმყოფება

ნიკა მელია თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე უწყებაში ერთი საათის წინ მივიდა.

ნიკა მელია პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო დაიბარეს. ის 11 ივნისს რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ერთად დააკავეს.

„იმდენად მძიმე დანაშაული ჩაიდინეს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირმა შს სამინისტროს მხრიდან 11 ივნისს რუსთაველის გამზირზე. ისინი უკანონოდ უსაფუძვლოდ იტაცებდნენ ადამიანებს, მათ შორის დეპუტატებს. მე ვალდებული ვარ დავიცვა როგორც სხვა, ასევე საკუთარი თავიც. ბოლომდე მივყვები თითოეულ თანამდებობის პირს.

პოლიციამ, გახარიამ უნდა დაამტკიცოს, რომ მე ჩავიდინე კონკრეტული დანაშაული, რასაც ის ვერ ამტკიცებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევს დასჯა ყველა იმ მაღალი თანამდებობის პირებისა, რომლებმაც უკანონოდ კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით დააკავეს პარლამენტის წევრი,“- აცხადებს ნიკა მელია.

დღის ამბები