20 ნოემბერი 2024,   05:13
ვრცლად
„მცირე მთავრობაზე გადასვლა ჩვენ მოგვცემს იმ შედეგს, რომ ბიუროკრატიული დანახარჯი შემცირდება"-არჩილ თალაკვაძე

მთავრობის ოპტიმიზაციის სქემა-ირკვევა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ბიუროკრატიული ხარჯები არ გაიზრდება.  მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გარდა იმისა რომ ბიუროკრატიული თანხების შემცირებით დაიზოგება ბიუჯეტი, ასევე მთავრობას აქვს გათვლა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით.  „ოცნებაში“ განმარტავენ,  რომ სწორედ ეს ორი ფაქტორი განაპირობებს იმ 100 მილიონის დანაზოგს, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა.

„მცირე მთავრობაზე გადასვლა ჩვენ მოგვცემს იმ შედეგს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ბიუროკრატიული დანახარჯი შემცირდება და ჩამოვა 4 %-ზე ქვევით  რაც არის ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გონივრული უნდა იყოს ის ხარჯი, რომელსაც თავის თავზე მთავრობა ხარჯავს და სწორედ ამაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი.

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები სამინისტროების  რესტრუქტურიზაციას გულისხმობს. პრემიერის კონცეფციის მიხედვით  დარჩება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი. 

დღის ამბები