20 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
დავით ზალკალიანმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია დიპლომატიურ კორპუსს გააცნო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია დიპლომატიურ კორპუსს გააცნო. დავით ზალკალიანი ელჩებს ერთი საათის განმავლობაში ხვდებოდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მისი უწყება ყველა ქვეყანასთან ითანამშრომლებს, რათა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მყოფების მიმართ სანქციები ამოქმედდეს.

ზალკალიანის თქმით, შემზღუდავ ზომებს წარმოადგენს გადაადგილების და სავიზო შეზღუდვა, ასევე, საბანკო ანგარიშების გაყინვა და ფინანსური ოპერაციების განხორციელება.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად იმუშავებს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, ყველა საერთაშორისო სტრუქტურასთან იმისთვის, რომ ის დავალება, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს, საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება იმისთვის, რომ იმ პირების მიმართ, რომელთაც ჩადენილი აქვთ დანაშაული ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოღებული იქნას შემზღუდავი ზომები, რომ დადგეს შესაბამისი შედეგი,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დოპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების თქმით, დღეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას გაეცნენ და ასევე, იმსჯელეს, თუ რა გავლენა შესაძლოა ჰქონდეს ამ რეზოლუციას.

„სიასთან და საქართველოს მიერ მიღებულ ზომებთან დაკავშირებით მინისტრმა ინფორმაცია მოგვაწოდა, ასევე, ვისაუბრეთ მომავალში ამ კონკრეტული რეზოლუციის შესაძლო გავლენასთან დაკავშრებით. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია,“ - განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა დიპლომატმა.

საქართველოს მთავრობა 4 თვის განმავლობაში იმ სიაზე მუშაობდა, რომლითაც საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამო, სანქციების დაწესებას ითხოვს. 

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიხედვით, სანქციები 33 კაცს შეეხება.

 

დღის ამბები