20 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
"საბიუჯეტო ხარჯები არ იქნება დაზოგილი ადამიანების სახლში გაშვების ხარჯზე" -მთავრობის საპარლამენტო მდივანი

მთავრობას 150 კანონში ცვლილება უკვე მზად აქვს. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი აცხადებს,  რამდენიმე საათში მთავრობის ადმინისტრაცია პარლამენტს სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტს გადაუგზავნის.

ნათია მიქელაძე აცხადებს იმასაც, რომ სტრუქტურული ცვლილებები სამინისტროებში კადრების შემცირებას არ ითვალისწინებს.

„არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება ადამიანების სახლში გაშვება, იმიტომ, რომ ყველა კადრი და რესურსი, რომელიც არის პროფესიონალი რა თქმა უდნა სახელმწიფო აპარატებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბიუჯეტო ხარჯები იქნება დაზოგილი, თუმცა ეს არ არის ადამიანური რესურსების სახლში გაშვების ხარჯზე გათვლილი,“-განაცხადა ნათია მიქელაძემ. 

დღის ამბები