03 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
„RMG გოლდი“ VS ეკა კვესიტაძე

„RMG გოლდის“ თანამშრომლებმა დღეს ”რუსთავი2”-ის შენობასთან აქცია გამართეს.

პროტესტის მიზეზი გადაცემა ”აქცენტებში” დაგეგმილი რეპორტაჟი იყო, რომელიც,  „RMG გოლდის“ თანამშრომლების განცხადებით, საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს.

აქციის მონაწილეები აზრით, მედიასაშუალებები არასწორად აშუქებენ საყდრისთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს და მათ იგივე პრეტენზიები აქვთ გადაცემა „აქცენტების“ წამყვან, ეკა კვესიტაძესთანაც.

გადაცემის წამყვანი ეკა კვესიტაძე თავად „RMG გოლდის“ ხელმძღვანელობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა მათ არ ისურვეს.

გადაცემაში დასმული კითხვები უპასუხოდ დატოვეს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმაც.

დღის ამბები