საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღება მოუწევს.
„ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო კოლეგების, „სოციალ-დემოკრატების“ ალტერნატიული პროექტი, რომელიც ერთი წლის შემდეგ პენსიის გაზრდასა და იმ ადამიანების უფლებებს ითვალისწინებდა, ვინც რისკჯგუფებში შედიან.
„სოციალ-დემოკრატებში“ აცხადებენ, რომ საკუთარი გუნდის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტს მხარს არ დაუჭერენ.
„მათ მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს მხარს არ დავუჭერთ და ჩვენ დავარეგისტრირეთ ჩვენი კანონპროექტი, რომლის განხილვებიც დაიწყება. ერთ წლის შემდეგ ის მოქალაქეები, რომლებიც მინიმუმ ერთი წელი მაინც განახორციელებენ საპენსიო შენატანს, ერთი წლის შემდეგ მიიღებენ გაზრდილ პენსიას. მძიმე და მავნე პირობებში დასაქმებული ადამიანები მიიღებენ გაზრდილ პენსიას და ექნებათ საშუალება, რომ 5 წლით ადრე გავიდნენ პენსიაზე და არა 65 წელს ელოდონ,“-ბექა ნაცვლიშვილმა.
დიალოგისა და მსჯელობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
„ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ყოველთვის არსებობს შეთანხმების გზა,“-აცხადებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.